Tuesday, July 18, 2017

დღე მეცხრე

18.07.2017

   დღეს შევაჯამეთ წინა რვა დღის მანძილზე ნასწავლი მასალა.

  • კიდევ ერთხელ გავიხსენეთ შეფასების 5 მიზანი;
  •  შევამოწმეთ სასწავლო  პროექტის გეგმა.
  • მასში  შევიტანეთ ბეჭდური და ინვენტარ-მასალები; 
  • გავეცანით სასწავლო პროექტის ჩეკლისტს;
  • ტრერენინგის თითოეულმა მონაწილემ  გააკეთა  საკუთარი   ნაშრომის  პრეზენტაცია.

ერთი სიტყვით ამ ცხრა დღის მანძილზე  ბევრი რამ ვისწავლეთ.
ჩვენი ტრენინგი იყო:

  •  საინტერესო;
  • საქმიანი;
  • ინფორმატიული;
  • გავედით დასახულ მიზანზე-  ვისწავლეთ პროექტის შექმნა.
  • იმედია ამ ცოდნასა და უნარებს წარმატებით გამოვიყენებ მოსწავლეებთან პროექტული სწავლების დროს.

    ჩვენი მანანა მასწავლებელი შეუდარებელი იყო.დიიიდი მადლობა მას ამისთვის!
 ასევე მადლობა Intel-ს, ასეთი საინტერესო ტრენინგების დაგეგმვისთვის.
გისურვებთ წარმატებას!

 . 

Monday, July 17, 2017

დღე მერვე

17.07.2017

დღეს ვისწავლეთ:
1. საქაღალდეების ვერტიკალურად, თვალსაჩინოდ წარმოდგენა დრაივზე;
2.სასწავლო პროექტის სტანდარტებში  ჩავამატეთ  21-ე საუკუნის უნარები;
3.შევავსეთ სასწავლო პროექტის წინარე ცოდნის გრაფა;
4.შევავსეთ სასწავლო პროექტის  დიფერენცირებული სწავლების გრაფა;
5.სასწავლო პროექტში შევიტანეთ  პროცედურები;
5. ვისწავლეთ ონლაინ რეჟიმში მოსწავლეთა დასახმარებლად კითხვარის შექმნა , შევსება და პასუხების ანალიზი(ვიუვერი, მოდული 7,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით).

Thursday, July 13, 2017

დღე მეშვიდე


13.07.2017

დღეს გავარჩიეთ საშინაო დავალება "პროცედურების დოკუმენტი"
გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და მისი მეშვეობით შევქმენით მოსწავლის კითხვარი


მოვიძიეთ მოსწავლის მხარდასაჭერი დოკუმენტები,  შევქმენით კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს წარმატებით განვახორციელოთ მოსწავლეთა დიფერენციაცია ჩვენი პროექტის მუშაობის პროცესში.
შევქმენით პროექტების საქაღალდე, რომელშიც მოვათავსეთ ჩვენი შექმნილი პროექტი
გამოვაქვეყნეთ პროექტების საქაღალდე და ვიდეობის საიტი ჩვენს ბლოგზე.(ლინკი), შევქმენით მოსაწავლეთათვის საპრეზენტაციო შაბლონი, რომელიც გაუდვილებთ მათ Power Point-ში მუშაობას(ერთგვარი სკაფოლდინგი)


საშინაო დავალებად მოგვეცა: შევქმნათ საქაღალდე "გაკვეთილები" და ავტვირთოთ http://tpdc.ge/essentials/








Tuesday, July 11, 2017

დღე მეექვსე

11.07.2017
დღეს  ვნახეთ მოსწავლის პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა
მოსწავლის ნაშრომის შეფასება შეფასების რუბრიკებით
ვისწავლეთ უკუკავშირის მიცემა
ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტის გაზიარება და მისი კომენტირება



საშინაო დავალებად მოგვეცა:

პროცედურების ფაილში დეტალურად ჩამოვწეროთ კითხვები , აღვწეროთ შესაბამისი აქტივობა   თითოეული ნაბიჯი

შევავსოთ  აგრეთვე პრეზენტაციაში სუფთა ფურცლები







Thursday, July 6, 2017

დღე მეხუთე

6.07.2017 დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის შექმნა Power Point -ის მეშვეობით (მოსწავლის როლში შევედით) მიზნებიდან გამომდინარე ავაწყვეთ

შევიტანეთ:

  •  :პროექტის სათაური
  • პროექტის აქტუალობა
  • მსვლელობა
  • აღმოჩენები
  • გამოკითხვის შედეგები
  • დიაგრამის აგება
  • დასკვნები
  • რჩევები და რეკომენდაციები
  • გამოყენებული ლიტერატურა
გავიხსენეთ სურათების გადმოწერა და პრეზანტაციაში მათი ჩასმა.

 გავეცანით პრეზენტაციას  საავტორო უფლებების შესახებ
შეცქმენით ციტირებული დოკუმენტი.
რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, მოვიძიეთ მეორე მოდულის აქტივობა N3-ში
 http://tpdc.ge/essentials/assessing-projects
აქვე მითითებულია შეფასების უამრავი რესურსი.


Tuesday, July 4, 2017

დღე მეოთხე

4.07.2017 დღეს გავეცანით შეფასების 5 მიზანს (მოდული2, 3-აქტივობა) და ავარჩიეთ თითოეული მიზნისთვის მეთოდი და ინსტრუმენტი

მეთოდს დაესმის კითხვა- როგორ?
ინსტრუმენტს დაესმის კითხვა- რითი?
ვისწალეთ ბლოგზე კომენტარების გაკეთება

შევადგინეთ ცხრილი ვიცი-მინდა ვისწავლო-ვისწავლე

რეფლექსიებზე გავაკეთეთ კომენტარები

საშინაო დავალება:  უნდა ავკრიფო პროცედურებში შესაბამისი აქტივობები (დეტალურად) .




Friday, June 30, 2017

დღე მესამე

 30.06.2017
 გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას მოდული 2 -ის მიხედვით (ბლუმის ტაქსონომია);

გავეცანით მათამატიკის ეროვნულ სასწავლო გეგმას (20011-2016), ამოვკრიბე კონკრეტული ინდიკატორები და ჩამოვწერე შესაბამისი მისაღწევი შედეგები.
გავეცანით ზოგად და თემატურ კითხვებს.




როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილება?
რატომ ვიკვლევთ?
როგორ დამეხმარება მათემატიკა სამყაროს შეცნობაში?
რა ცვლილებებს ხედავთ?

როგორ უნდა გამოვიყენო ლოგიკური აზროვნება ახალი თვისებებისა და კავშირების აღმოსაჩენად?

Thursday, June 29, 2017

დღე მეორე

დღეს, 29.06.2017წ. ვიმუშავეთ პროექტის შინაარსზე, წავიკითხეთ და გავაანალიზეთ. შემდგომ შევქმენით ბუკლეტი, ჩავსვით სურათები, ტექსტი.პროექტის შაბლონი შევიტანეთ Drive-ზე.

Saturday, June 24, 2017

დღე პირველი

  დღეს,24.06.2017 წ.

 1.გავეცანით ინტელის სასწავლო კურსის ელექტრონულ სახელმძღვანელოს.
ვისწავლეთ Viewer  გამოყენება;

2.შევქმენით ბლოგი;

3.ვისწავლეთ drive-ზე პორტფოლიოს შექმნა და დოკუმენტის შენახვა.

4. საშინაო დავალება:

 ა)უნდა შევქმნათ პროექტის შინაარსი;

1.პრობლემის აქტუალობა
2.რას აკე\თებენ პრობლემის გადასაჭრელად
3.რეალურ ცხოვრებასთან კავშირი
4.ბავშვებისთვის საინტერესე უნდა იყოს

5.პროდუქტი უნდა შეიქმნას

                                       
ბ)წასაკითხი მასალა:tpdc.ge/essemtials/  მოდული 1 -ნაწილი1, ნაწილი2